saqarTvelos mRvimeebi - otafisTavis mRvime

 

კარსტული მღვიმე სოფელ ოთაფის, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ზღვის დონიდან 275 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. ძირითადი დერეფნის საშუალო სიმაღლე 3,5 მ. სიგანე 4 მ. ჯამური სიგრძე 1050 მ. მღვიმეში გადის ნაკადული, რომელიც გზადაგზა აჩენს ტბებს. ამ ტბებში აქვს სათავე მდინარე ოტაფს. გვხვდება ნგრეული, მდინარეული და ორგანოგენური ნაფენები.